მარკო ვალიჯის საჯარო ლექცია

2018 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორის მარკო ვალიჯის საჯარო  ლექცია გაიმართა.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა სტუმარი  და წარმატებები უსურვა მათ ინტერაქტიული ლექციის ჩატარებაში.

მარკო ვალიჯიმ ისაუბრა კავკასიის როლზე ევროკავშირის სავაჭრო და საგარეო პოლიტიკაზე. მოხსენებისას შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ეკონომიკურ ფაქტორებზე, ყურადღება გაამახვილა არსებულ პრობლემებზე და მათ მნიშვნელობაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა მარკო ვალიჯიმ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply