მემორანდუმის გაფორმება სტუ-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის

2018 წლის 7 ივნისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით  საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი  და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ კეჟერაძე  შეხვდა პროფესორმასწავლებლებსა და სტუდენტებს.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერმა, პროფესორი ჯემალ გახოჯიძემ, რომლებმაც სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულებები და ხაზი გაუსვა მემორანდუმით  გათვალისწინებულ სამომავლო შედეგებს .

დამსწრე საზოგადოებას საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა გააცნო  საჯარო ინსტიტუტის საქმიანობის ასპექტები და ხაზი გაუსვა ინსტიტუტისა და სტუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარებას.

სტუმრებს მიესალმნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს ბიზენსტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე და სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ კეჟერაძემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო მემორანდუმით გათვალისწინებული შეთავაზებები და მოუწოდა აქტიურობისაკენ

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტუდენტებისთვის საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ. შეხვედრა შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply