მემორანდუმი  ჩინეთის  უნივერსიტეტთან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტთან. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და ჩინეთის ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტის პრეზიდენტმა,პროფესორმა ჩენ შოუცანმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს  ერთობლივი  კვლევითი პროექტების და სტუდენტებისა და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას;

ერთობლივი  კონფერენციების, სემინარების და სიმპოზიუმების ჩატარებას;

კვლევითი მიღწევების, ჟურნალების და კვლევითი ნაშრომების შესახებ ინფორმაციების გაცვლას;

საერთო ინტერესების სფეროში არსებული თანამშრომლობითი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას;

ქართულ-ჩინური ინსტიტუტის დაფუძნებას ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტის ბაზაზე(მათემატიკის,ფიზიკის,ქიმიის,ინფორმატიკის,ეკონომიკის,სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების მიმართულებით).

კონფუცის ინსტიტუტის, ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის,

ჩინური ენისა და კულტურის ცენტრის ერთობლივად დაფუძნებას.

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლონ  ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ასევე, ინგლისურენოვან პროგრამებზე შეღავათიან ფასებში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply