მეორე კურსის სტუდენტი მარლენ სიმონიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს მარლენ სიმონიშვილს.

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

 მოგესალმებით, მე გახლავართ მარლენ სიმონიშვილი, ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ვარ მეორე კურსზე.

  1. გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?
    იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე ვარ, ვერ ვიტყვი როგორი იყო ჩემი სტუდენტური ცხოვრება, რადგან ის ჯერ გრძელდება. საკმაოდ აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება მაქ. ვცდილობ მაქსიმალურად მოწადინებული ვიყო, ასევე ვცდილობ ხშირად დავესწრო ღია ლექციებსა და სხვადასხვა ტრენინგს. სტუდენტური ცხოვრება არ წარმომიდგენია ჩემი ჯგუფელების, კურსელებისა და უნივერსიტეტელების გარეშე. 
     
  1. რა როლი შეასრულა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

ფაკულტეტმა შემცვალა ისე, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ. უპირველეს ყოვლისა, მე გავხდი საკმაოდ კომუნიკაბელური და გახსნილი. ადრე  ვიყავი საკმაოდ ჩაკეტილი და დაკომპლექსებული, ახლა კიდე ვამაყობ იმით როგორიც ვარ.

 4. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

გამოვყოფდი ფაკულტეტის  პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებს

  1. რატომ აირჩიეთ სტუ?

 მე თავიდან ვსწავლობდი საქართველოს შსს აკადემიაში ბაკალავრიატზე, მაგრამ თავს ვერ ვგრძნობდი სრულიად კომფორტულად და  ავირჩიე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმიტომ, რომ თავის დროზე მამაჩემმა დაამთავრა ეს უნივერსიტეტი და მომინდა მამის გზას გავყოლოდი.

  1. როგორც ვიცით, ერთი წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

 გეთანხმებით, ფაკულტეტი მართლაც შედარებით ახალია უნივერსიტეტში, თუმცა საკმაოდ მოწესრიგებული და სტუდენტზე მორგებული.  ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ პედაგოგები ძალიან მომწონს, მართლაც თავისი საქმის პროფესიონალურ დონეზე მცოდნეები არიან და სტუდენტთან ურთიერთობაში გამოცდილნი.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?
    როგორც უკვე აღვნიშნე, ფაკულტეტი საკმაოდ მოწესრიგებულია, თუმცა დაგეთანხმებით, რომ ყველაფერს  გააჩნია, როგორც დადებითი მხარე, ასევე უარყოფითიც.  პირადად მე შესაცვლელად მიმაჩნია მხოლოდ სალექციო და სასემინარო საათების გადანაწილება იქიდან გამომდინარე, რომ  სამუშაო დღეებში თითო ლექცია ან სემინარი გვაქ და შაბათს დილის 9 საათიდან 16 საათამდე გვაქ. რომელიმე ლექცია ან სემინარი მაინც გადაგვიტანონ სამუშაო დღეებში კარგი იქნებოდა.
  2. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?
    უპირველეს ყოვლისა ფაკულტეტი იძლევა იურისტის პროფესიის კარგად შესწავლის, ასევე შეხვედრას პოტენციალურ დამსაქმებელთან და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობებს. 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply