2018 წლის 8 ნოემბერს, 14:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის გოჩა ოჩიგავას ინიციატივით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში შედგება სტუდენტების შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ევროკავშირის საჯარო პოლიტიკაში მაასტრიხტის უნივერსიტეტის მაგისტრთან, ქალბატონ ნინო ბოლქვაძესთან, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველო – ევროპული ინტეგრაციის გზაზე”. დასწრება თავისუფალია.