ნორმან პატერსონის და ევგენია გაბერის საჯარო ლექცია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი “100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში” 10 თებერვალს საჯარო ლექცია ჩაატარეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, კარლტონის უნივერსიტეტის, ნორმან პატერსონის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის უფროსმა მკვლევარმა, პროფესორმა ევგენია გაბერმა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, დიპლომატმა, ბატონმა ანდრეი კასიანოვმა.
ლექციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექცია ჩატარდა თემაზე „შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება: უკრაინისა და საქართველოს საერთო გამოწვევები და შესაძლებლობები“. ქალბატონი ევგენიას მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. დაისვა მრავალი კითხვა და გაიმართა საინტერესო დისკუსია.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დიდ მადლიერებას გამოხატავს საქართველოში უკრაინის საელჩოს მიმართ, განსაკუთრებით, მისი აღმატებულება, ბატონი ელჩის და მისი პირველი მოადგილის, ბატონი ანდრეი კასიანოვის მიმართ. აგრეთვე, დიდ მადლობას ვუხდით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორს, ბატონი კახა ძაგანიას, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისათვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply