2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური პროექტის „ორატორული ხელოვნებისა და საჯარო გამოსვლების სკოლა 2018“-ის მსმენელებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. პროექტი ფაკულტეტის დაფინანსებით ხორციელდება და თავისი შინაარსით არაერთ აქტივობას მოიცავს. პრეზენტაციისათვის მსმენელები დაყოფილები იყვნენ გუნდებად, რომლებსაც ჰყავდათ ლიდერები და პრეზენტატორები. გუნდებმა კვირეულის ფარლებში საკუთარი საპრეზენტაციო ნაშრომი შემდეგი თემების სახით წარმოადგინეს: „დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ერები“, 1918 წლის საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ „დამოუკიდებლობა და თავისუფლება გუშინ , დღეს და ხვალ“. სტუდენტთა პრეზენტაციები შეაფასეს ჟიურის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ციალა გლოველი და ასისტენტ-პროფესორი ვახტანგ ჟვანია.