პოლიტიკა სამსჯავროზე-გიორგი სააკაძე

2️⃣0️⃣1️⃣9️⃣ წლის 10 აპრილს მულტიდისციპლინური პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს” ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული პროცესი, სადაც სამსჯავროზე გამოტანილი იყო გიორგი სააკაძის მიერ გატარებული პოლიტიკა.
📍📍სხდომას უძღვებოდა ჟიური, რომელიც დაკომპლექტდა პროფესორებისა და პოლიტიკოსებისაგან.
‼️იმიტირებული პროცესისთვის გუნდები დაკომპლექტდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებით.
 გუნდებს მენტორებთან ერთად ლექციები ჩაუტარეს მოქმედმა პროკურორმა ირაკლი მინაშვილმა და ადვოკატმა ლელა წიკლაურმა.
პროექტი პოლიტიკა სამსჯავროს ფარგლებში ეს რიგით მეხუთე პროცესია, უახლოეს მომავალში გაიმართება ნახევარფინალური და ფინალი, სადაც პროექტის გამარჯვებული გუნდი და მენტორები გამოვლინდებიან.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply