“პოლიტიკა სამსჯავროს” რუსულენოვანი მიმართულება

2019 წლის 29 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული პროექტის”პოლიტიკა სამსჯავროს” რუსულენოვანი შეჯიბრი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამას, მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, სწორედ ამ მიზნით პოლიტიკა სამსჯავროზე შეიქმნა რუსულენოვანი მიმართულება.

რუსულენოვან ფორმატში სტუდენტებმა სამსჯავროზე გამოიტანეს ნიკიტა ხრუშოვის მიერ გატარებული პოლიტიკა. ჟიური დაკომპლექტდა მოწვეული პროფესორების, მათ შორის  ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის ელენა კოსმაჩისა    და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების მიერ.

პროცესის დაწყებამდე ჟიურისა და სტუდენტებს მიესალმნენ: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი. დეკანმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა. პროექტის თანახელმძღვანელმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა  ისაუბრა პროექტის შესახებ და იმედოვნა, რომ ჟიური იმუშავებდა ნაყოფიერად.

პროცესი წარიმართა საინტერესოდ და დინამიურად, სტუდენტთა გუნდები წამოაყენეს დაცვისა და ბრალდების პოზიციები და კონკურენციის პირობებში შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply