პროექტის „საინჟინრო სამართლის“ ფარგლებში პროფესორების ვიზიტი ავსტრალიაში

 

2018 წლის 21 აპრილიდან 5 მაისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი პროექტის „საინჟინრო სამართლის“ კვლევითი ჯგუფის წევრები სამეცნიერო მივლინებით ავსტრალიაში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ვიზიტი მიზნად ემსახურებოდა სასწავლო პროგრამის „საინჟინრო სამართლის“ ავსტრალიის უნივერსიტეტების მაგალითზე შესწავლას.  ავსტრალიის სამხრეთ უელსის, სიდნეის, სვინბარნის და სხვა უნივერსიტეტს უკვე მრავალი წელია დანერგილი აქვს მსგავსი სასწავლო მოდული და ისინი წარმატებით უძღვებიან პროფესიით ინჟინერიურისტის აღზრდის საქმეს.

გამოცდილების გაზიარების მიზნით საინჟინრო სამართლის პროექტის ხელმძღვანელი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი ირაკლი გაბისონია პროექტის წევრებთან: გიორგი გორაძე, ვახტანგ ჟვანია და მალხაზ ჩიტაისთან ერთად იმყოფებოდა არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. მათ შორის:

ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლუკას ლიქსინსკისთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც  ესწრებოდნენ ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები,

სიდნეის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილესთან – მაქსინე ევერსთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორთან, პროფესორ – გრასე ლიისთან შედგა საინტერესო შეხვედრა

მელბურნის სვინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან – დინ ჰანტერთან, საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფესორ – სტროან რობერტსონთან და ამავე სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელთან, პროფესორთან – ჯონათან ლიჯებლანდთან გაიმართა ხანგრძლივი და ნაყოფიერი შეხვედრა.

ვიზიტისას პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერის ავტრალიის ვიქტორია შტატის უზენაესი სასამართლო და მელბურნის უძველესი ციხე.

ვიზიტის შესახებ პროფესორების მიერ მომზადდება ვრცელი ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი  ვიზიტის შედეგები.

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply