საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო-პრაქტიკული პროექტი „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები“ აქტიურად გრძელდება ონლაინ რეჟიმში.
ნოტარიუსმა თამილა გოგატიშვილმა პროექტის მონაწილეებს ჩაუტარა შემდგომი მასტერკლასი იურისტის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. ნოტარიუსმა გააცნო სტუდენტებს პროფესიული საქმიანობის ძირეული ასპექტები, მიმოიხილა სანოტარო პალატის საქმიანობა და აქტიურად უპასუხა მათ კითხვებს.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ესწრებოდა ნოტარიუსის ქალბატონ თამილა გოგატიშვილის მასტერკლასს. დეკანმა ნოტარიუსს მადლობა გადაუხადა ასეთი საინტერესო ლექციისთვის და თანამშრომლობისთვის.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს პირველი მასტერკლასი ჩაუტარა გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა ირაკლი მინაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროკურორის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.
პროექტის მონაწილეებს მასტერკლასი ასევე ჩაუტარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მირანდა ერემაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მოსამართლის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.
პროექტი „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების“ მასტერკლასები
Posted in Uncategorized.