პროექტი „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები

“📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍📍
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების მიზნით იწყებს ახალ სასწავლო-პრაქტიკულ პროექტს „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები“.პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ: ოპერატიული თანამშრომელი, გამომძიებელი, მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ექსპერტი, ნოტარიუსი, ფსიქოლოგი, მეცნიერ-მკვლევარი და პროფესიული ეთიკის სპეციალისტი. პროექტში მონაწილე სტუდენტები დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ იურისტებს.📕📕📕📕📕📕📕📕📕📕
ზემოაღნიშნული სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტურობას. პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებს.
პროექტის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ:
მოსამართლეები: ილონა თოდუა, მირანდა ერემაძე, დიანა ბერეკაშვილი, მერაბ ღვინიაშვილი;
პროკურორები: იოსებ ხუციშვილი, ირაკლი მინაშვილი
ოპერატიული თანამშრომელი: ჯემალ გაბელია
ადვოკატები: ირინა ბათიაშვილი, ივანე პეტრიაშვილი, ლელა წიკლაური
ექსპერტი: მალხაზ ჩიტაია
ნოტარიუსი:თინათინ დევდარიანი, თამილა გოგატიშვილი, ბესიკ სეხნიაიძე, ნანა როსეფაშვილი,
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი:მარიამ აბულაძე;
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მასტერკლას ჩაატარებს მარიამ ჯიქია.
ასევე მასტერკლასებს აქტუალურ თემებზე ჩაატარებენ პროფესორები: ჯემალ ჯანაშია(ნარკოტიკების სამართალი), ჰენრი კუპრაშვილი(ჯანსაღი ცხოვრების წესი) და სხვები.
პროექტში ასევე მონაწილეობას მიიღებს სტუდენტი -ანა ტაკაშვილი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლოთ
.https://docs.google.com/…/1FAIpQLSe46c-61I3U6s9MWG…/viewform
პროექტი განხორციელდება დისტანციურად zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. 📕📕📕📕📕
პროექტი დაიწყება 01 ნოემბრიდან. მონაწილეობა შეუძლიათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერი კურსის სტუდენტს.
პროექტის კოორდინატორი: თამარ ბარამია 598332205
📍📍📍📍📍📕📕

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply