პროექტი “კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში” დასრულდა

📍📍დასრულდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთობლივი პრაქტიკული-სასწავლო პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“.
პროექტი შეაჯამეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა მალხაზ ჩიტაიამ, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის შედეგებზე და სტუდენტებს გადასცეს სერტიფიკატები.
👩‍⚖️👩‍⚖️აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დღემდე არ არსებობდა მსგავსი პროექტი, რომლის საფუძველზე ნაჩვენები იქნებოდა, თუ როგორ რეალიზდება და ინტეგრირდება თანამედროვე პირობებში კრიმინალისტიკური ტექნიკის თეორული საკითხები და პრაქტიკული ასპექტები.
🗣🗣პროექტის პირველ ეტაპზე სტუდენტებმა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შეისწავლეს კრიმინალისტიკური ტექნიკის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების თეორიული საკითხები როგორიცაა: დაქტილოსკოპია, ტრასოლოგია, ბალისტიკა, დოკუმენტებისა და ხელწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევა, ჰაბიტოსკოპია, ფონოსკოპია, ბიოლოგიორი, ნარკოლოგიური და სამედიცინო ექპერტიზები. თეორიული კურსის 🗣🗣დასრულების შემდგომ პრაქტიკული კურსი გაიარეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში არსებულ ლაბორატორიებში .
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მომავლაშიც გააგრძელებს ანალოგიური პრაქტიკული პროექტების დაფინანსებას📚📚.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply