საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „პროფესიული ეთიკის განვითარება“ .
პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“ მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ცოდნა პროფესიული ეთიკის შესახებ და გამოუმუშაოს შესაბამისი უნარ–ჩვევები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ეს დაეხმარებათ, როგორც პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, ისე ყოფით ცხოვრებაში.
პროექტის მიზანია სტუდენტები და მსმენელები დაეუფლონ ზოგადი და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურების საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ამ სამსახურებში პროფესიული ეთიკისა და ქცევის თანამედროვე სტანდარტებს და გამოუმუშავდეთ შესაბამისი უნარ–ჩვევები;
პროექტის ამოცანებია:
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, ,,პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის’’ გახსნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მეცნიერები და პრაქტიკოსები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეები, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
- პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში მომზადდება:
- საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების თარგმანი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სასწავლო კურსის პროგრამა ,,პროფესიულ ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“;
- სახელმწიფო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლებისათვის მოკლევადიანი სპეციალური კურსი ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’;
- სახელმძღვანელო ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’.
- მოკლევადიანი (3 დღიანი) სპეციალური სასწავლო კურსის ჩატარება დაინტერესებული უმაღლეს საგანმანათლებლო და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისათვის.
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებშისასწავლო კურსის პროგრამის ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’ და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია–განხილვა;
- საზოგადოების ყურადღების გამახვილება, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეების ეთიკურ სტანდარტებზე და ამ მიზნით საინფორმაციო მასალების: კრებულის, ბანერისა და პლაკატის გამოცემა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელება;
- უმაღლეს საგანმანათლებლო და დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა, სხვადასხვა დარგში, პროფესიული ეთიკისა და ქცევის წესების სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით.
ასევე, გამოიცა საინფორმაციო კრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, „პროფესიული ეთიკის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.