პროექტი „სტუდენტი სტუდენტისთვის“

გაცნობებთ, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცდა პროექტი  – იმიტირებული ლექციების კურსი. პროექტის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩაატარებენ ლექციებს. პროექტში მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის საფუძველზე, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ2019 30 აპრილიდან 10 მაისამდე : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf1h_f-VQzY3uJKThOHrGyC68dbYOIQZ-Gx2sK0TrQnYVHQmQ/viewform

გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია.

პროექტი შედგება შემდეგი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი- თითოეულ კურსსა და სპეციალობაზე მოხდება ერთი გამარჯვებულის გამოვლენა (სამართალი – 4, საერთაშორისო ურთიერთობების – 4 საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი)- 4);
  • მეორე ეტაპი – გამარჯვებულ კანდიდატებს შორის ჩატარდება შეჯიბრი, სადაც სპეციალობის მიხედვით გამოვლინდება 5 გამარჯვებული (სამართალი – 2; საერთაშორისო ურთიერთობების- 2; საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი) – 1);
  • ფინალი – მეორე ეტაპზე შერჩეული 5 კანდიდატისგან გამოვლინდება 1 გამარჯვებული.

შეფასება ხდება წინასწარ დამტკიცებული კომისიის მიერ.

 

შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • საუბრობს გამართულად და გასაგებად;
  • აწვდის შესაბამის ინფორმაციას, საკუთარ შეხედულებებს;
  • ლექციას წარმართავს თავდაჯერებულად;
  • კითხვებზე იძლევა სწორ და ამომწურავ პასუხებს;
  • ლექციაზე იყენებს თანამედროვე საშუალებებს;
  • იცავს ეთიკურ ნორმებს;
  • ზრუნავს საკუთარ იერზე;

პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ფინალში გასულ სტუდენტებს სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.

 

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply