პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

 

 2018  წლის 20 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მოიწვია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი და დეპარტამენტის უფროსები.

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, რომელმაც ისაუბრა ინტერდისციპლინარული პროექტების მნიშვნელობაზე, გააცნო საზოგადობას უნივერსიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ და ისაუბრა პროექტ „საინჟინრო სამართლის“ მნიშვნელობაზე.

მოხსენებებით გამოვიდნენ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი  – გიორგი თვაური, ბიუროს უფროსის მოადგილე– გიორგი მურვანიძე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი   –  დავით მაღრაძე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ნინო ყოჩიაშვილი, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ნინო კიკაბიძე,   ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი – გური მენაბდიშვილი, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ბადრი ლეფსაია და  სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური  ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი- დავით გველესიანი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამართლის სასწავლო-პროგრამების მოდიფიკაციასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  1. არჩევით ბლოკს დაემატოს ისეთი სასწავლო დისციპლინები, როგორიცაა სასამართლო ფსიქიატრია და სასამართლო მედიცინა,
  2. საინჟინრო სამართლის დანერგვისას გასათვალისწინებელი საკითხები,
  3. სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სილაბუსებში გათვალისწინებული საკითხები, რაც დაკავშირებულია ექსპერტიზის დანიშვნასთან.

შეხვედრა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply