2018 წლის 3 თებერვალს 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდებიან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები: მეგი მაღალდაძე და მანანა გოგაშვილი, ქ. თბილისის ნოტარიუსები დავით ოყროშიძე, ოთარ გოლოძე და ლალი ჯანუყაშვილი.