2022 წლის 9 ნოემბერს, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ეგიდით ჩატარდა მორიგი ტრენინგი საპატენტო სამართალში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ზოგადი კურსით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოდულია.
სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოგონებების სამართლებრივი ბუნების, პატენტუნარიანობის ზოგადად აღიარებული კრიტერიუმების, პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებების, სავალდებულო ლიცენზიის, საპატენტო ექსპერტიზის, საპატენტო დავათა განხილვისა და სასარგებლო მოდელის, როგორც მცირე გამომოგონების შესახებ.
ტრენინგის მსვლელობისას სტუნდენტები გაეცნენ საპატენტო სამართალში დამკვიდრებულ ძირითად იურიდიული ცნებებს ინგლისურ ენაზე, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ მათ პროფესიული ენის სრულყოფაში.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, სტუდენტების მხრიდან დასმულ იქნა არაერთი საინტერესო კითხვა საპატენტო სამართლის მიმართულებით.
ლექციას უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მირანდა გურგენიძე.
წარმოდგენილი კურსი გაგრძელდება დეკემბრის ბოლომდე და გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.