️9-20 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ ჩინეთის უმაღლესი განათლების ასოციაციის მიწვევით და ფაკულტეტის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში,რომელიც გაიმართა 11-13 ოქტომბერს ქალაქ ლანჭოუში, ჩინეთი. ფორუმის თემა იყო-“საერთაშორისო ჰორიზონტები და ჩინური უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის გამოცდილება “.
️აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ 36 ქვეყნიდან: ჩინელი და უცხოელი მეცნიერი, ექსპერტები, მთავრობის ოფიციალური პირები, უმაღლესი სასწავლებლების პრეზიდენტები,დიპლომატები და უმაღლეს განათლების სფეროში მოღვაწე მკვლევარები. 🇬🇪️🇨🇳️
️ კონფერენციაზე ქართველმა პროფესორმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე:“უმაღლესი სასწავლებლების როლი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებისა და პოპულარიზაციის საქმეში:საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე.“
️კონფერენციის ფორმატში მრავალი საინტერესო და საქმიანი შეხვედრა და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
️განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩინეთის უმაღლესი განათლების ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან,ფუდანის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან,პროფესორ ჩენ შიმინთან,ბანგკოკის კრირკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ტაილანდის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან,პროფესორ კრასაე ჰანავონსესთან,რომელიც კონფერენციის დასრულების შემდეგ გაესაუბრა ლანჭოუს უნივერსიტეტში სასწავლებლად წარგზავნილ ქართველ სტუდენტებს და გაკვირვება გამოთქვა მათი დიდი რაოდენობის გამო. 🇬🇪️🇨🇳️
15 ოქტომბერს პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ ქალაქ ხანგჭოუში,ჭეძიან კუნგშანგ უნივერსიტეტში დაგეგმილი შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჰონგკონგის,მაკაოსა და ტაივანის საქმეთა ოფისის დირექტორთან,პროფესორ ტაო ინგთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან,ქალბატონ ვუ ლუიანთან.შეხვედრაზე საუბარი გაიმართა ორ პარტნიორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონკრეტული პროექტებისა და ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.
️ 17 ოქტომბერს პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ შეხვედრები გამართა შანხაის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომზადდება მემორანდუმი,სადაც განსაზღვრული იქნება თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და სამოქმედო გეგმა. ️ დაიგეგმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები.
პროფესორ ავთანდილ კიკნაძის მივლინება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში️
Posted in Uncategorized.