2022 წლის 7 ივლისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში კორძაძის საადვოკატო ბიუროს პარტნიორმა, სამართლის დოქტორმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის
წაიკითხა თემაზე: „სუროგაცია: ძირითადი სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი და მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნინოს ლექციის ჩატარებისთვის.
ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა პროფესორმა ნინო ბოგვერაძემ.
ლექცია შეაჯამა ფაკულტეტის კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფესორ ნინო ბოგვერაძეს ასეთი საინტერესო საჯარო ლექცის ჩატარებისთვის.