საბა ფუტკარაძის შეხვედრა სტუდენტებთან

2020 წლის 28 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველო-ჩინეთის ახალგაზრული კავშირის თავმჯდომარე
საბა ფუტკარაძე შეხვდა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს.
საბა ფუტკარაძე ჩინეთში Jinan University, Beijing Language and Culture University სწავლობდა, ჩინეთიდან დაბრუნების შემდგომ კი სწავლა განაგრძო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტია. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, საბა ფუტკარაძემ სტუდენტებს გაუზიარა პირადი გამოცდილება და შეხედულებები ჩინეთის განათლების სისტემასა და კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტებზე.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply