საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, პროფესორ კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია

2022 წლის 31 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი დაგეგმილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელმაც მიმოიხილა 31 მარტს საქართველოში ჩატარებული დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმთან დაკავშირებული საინტერესო ასპექტები.
მადლობას ვუხდით ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას ასეთი საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის, ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.
ასევე, მადლობა აკადემიური საბჭოს წევრს, ფაკულტეტის პროფესორს ნინო ნიშნიანიძეს ლექციის ორგანიზებისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply