2020 წლის 24-25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (საქართველო. თბილისი. კოსტავას ქ.77) ტარდება სამართლის V საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით “სამართლის აქტუალური პრობლემები”.
კონფერენციის თემა: “სამართლის აქტუალური საკითხები”
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული
კონფერენციის მუშაობა წარიმართება ორ სექციად:
- სამოქალაქო (კერძო) სამართლის მიმართულება;
- სისხლის და საჯარო სამართლის მიმართულება.
კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:
- მოხსენებით გამოსვლა;
- დაუსწრებელი მონაწილეობა.
კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.
მოხსენების რეგლამენტი – 30 წუთამდე
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და თეზისები გამოაგზავნეთ 2020 წლის 13 იანვრამდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: nana.nioradze@gtu.ge
მოთხოვნა:
მოხსენებების თეზისები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არაუგვიანეს 2020 წლის 13 იანვრისა.
თეზისების მოცულობა – არაუმეტეს 500 სიტყვა
შიფრი (ფონტი)— Times New Roman, 12 pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის), Sylfaen 12 pt (ქართული ენისთვის).
მინდორი (Margins) — ზედა – 2 სმ, ქვედა – 2,5 სმ, მარცხნივ – 3 სმ, მარჯვნივ – 2 სმ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლებს, დოქტორანტებს (ხელმძღვანელის რეცენზია), მაგისტრებს (ხელმძღვანელის რეცენზია), პრაქტიკოს სპეციალისტებს.