სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო რეფერირებადი-პრაქტიკული ჟურნალი „თემიდას“ შემდეგი ნომრისთვის დაიწყო სამეცნიერო სტატიების მიღება. სტატიები უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: I.Gabisonia@gtu.ge
ჟურნალ „თემიდა“_ში გამოსაქვეყნებელი სტატიის სტანდარტები
სტატიის მოცულობა: უნდა იყოს, როგორც წესი არანაკლებ 8 და არაუმეტეს 15 გვერდისა.
ენა: სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შეცდომების გარეშე.
სტრუქტურა: სტატია უნდა შედგებოდეს ქართული და ინგლისური რეზიუმისგან, შესავალი ნაწილის, თავი(ები)სგან, ქვეთავებისა და დასკვნისგან.
მინდორი: მარცხენა მხარე – 38 მმ, დანარჩენი მხარეები – 25 მმ.
შრიფტი: ტექსტის ძირითადი ნაწილი უნდა შესრულდეს Sylfaen ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11. ხოლო სქოლიოში 9.
გვერდების ნუმერაცია: გვერდები ინომრება თანმიმდევრულად ძირითად ტექსტთან ერთად, თანმიმდევრობით. დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ასევე დაუშვებელია გვერდების განმეორება. გვერდის ნომრების შრიფტის მინიმალური ზომა არის 9. პარაგრაფი -0.
სტრიქონებს შორის მანძილი: ძირითადი ტექსტისთვის ინტერვალი არის 1.15. მცირე ზომის სექციებისათვის (ცხრილებისა და ნახაზების ნუსხა, რეზიუმე, სქოლიო, შენიშვნა და სხვა) აიღება ინტერვალი 1.
ლიტერატურის ციტირება: ლიტერატურის ციტირება ძირითად ტექსტში უნდა იქნას გამოყოფილი ბრჭყალებით „“, აუცილებელია ციტირებული ფრაზა იყოს შესაბამისად დამოწმებული (სქოლიოში მიეთითოს წყარო). შრიფტი უნდა იყოს ტექსტის შესაბამისი ზომის.
რეზუმე – უნდა შესრულდეს ორ ენაზე ქართულად და ინგლისურად, მის ქვემოთ ასევე ორ ენაზე უნდა შესრულდეს საკვანძო სიტყვები. მოცულობა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 150 სიტყვისგან.
სქოლიო: სქოლიო შეიძლება განთავსდეს გვერდის ბოლოს. შრიფტის ზომა – 9. სქოლიოს გვერდის ბოლოში განთავსებისას ნუმერაცია წარმოებს ციფრებით. ინტერვალი – 1. სქოლიო შესრულებული უნდა იქნეს ჰარვარდის სტილში (გვარი, ინიციალი. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა. გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, წელი, ტომი, [ნომერი,].
მაგ: Xie W., Pu J., MacKerell A.D. Development of a Polarizable Intermolecular Potential Function (PIPF) for Liquid Amides and Alkanes. J. Chem. Theory Comput., 2007, 3, 6, 1878
ხოლო ელექტრონული ბმულებს წინ, უნდა მიეთითოს რას ეხება აღნიშნული ბმული, ასევე მითითებულ იქნეს ბოლოს შემოწმების თარიღი.
მაგ.: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 09/10/2009, იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=146 [10.02.2023]
Briand-Kellogg-Pact 1928 https://www.jura.uni-muenchen.de/fakultaet/lehrstuehle/satzger/materialien/kellogg1928e.pdf [10.02.2023]
ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს, ნაშრომის შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული თავები, ქვეთავები ან პარაგრაფები განაწილებულია ავტორებს შორის და გამოტანილი არაა ნაშრომის ავტორთა ვინაობა ყდაზე, ციტირება ხდება შემდეგი წესით: ნაშრომის სახელწოდება; ნაშრომის რედაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გამოცემის ადგილი და წელი; შესაბამისი გვერდი.
Handbook of Polish Law, Edited by W. Dajczak, A.J. Szwarc, P. Wilinski, Poznan, 2011, 211.
თავებისა და ქვეთავების დასახელებები: იმ შემთხვევაში თუ სტატია შედგება თავებისგან/ქვეთავებისგან, შრიფტის ზომა არ შეიძლება აღემატებოდეს ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომას. თავები უნდა გაგრძელდეს იმავე გვერდიდან.
ზოგადი დებულებანი:
ნახაზებისა და ცხრილების შემცველობა, ადგილმდებარეობა და ფორმატირება განპირობებულია ნაშრომის სპეციფიკით. სხვა ლიტერატურული წყაროებიდან აღებული ნახაზებისა და ცხრილების გამოყენებისას არ უნდა იქნას დარღვეული საავტორო უფლებები. ნახაზები და ცხრილები აიგება შავ–თეთრად, ასევე დასაშვებია ფერადი ილუსტრაციების გამოყენება.