საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი.

2018 წლის 16 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  და გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც  მადლობა გადაუხადა გერმანელ დელეგაციას ჩამობრძანებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან პროფესორი, სტუ-ს საპატიო დოქტორი ჰანს იორგ ალბრეხტი,  ფრაიბურგის მაქს-პლანკის   საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის  ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელი,  პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, ბურიატსკის (ულან უდე) სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ელვირა რადნაევა, ისტამბულის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სელმან დურსუნი,     ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კარიმ სალიმოვი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს  და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და სტუ-ს პროფესორები, მათ შორის, ჯემალ გახოკიძე, ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ბესო კვირიკაშვილი და სხვები.

კონფერენციის მოხსენებები შეეხებოდა თემებს: რას გვეუბნება კანონები ნარკოტიკების შესახებ  მსოფლიოს მასშტაბით?- ახალი რეგულაციები და მათი შედარებითი მიმოხილვა, საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის და საქართველოს ნარკოსტრატეგიის შედარებითი ანალიზი,   ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლის თანამედროვე ტენდენციები ყოფილ  საბჭოთა კავშირში (რუსეთის მაგალითზე),    ნარკოტიკული საშუალებების ან სტიმულანტების მოხმარების   წესების რეგულაციები თურქეთის სისხლის  სამართალში-დეკრიმინალიზაცია და დივერსიფიცირება“,      პრევენციის როლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში, საქართველოში ნარკოტიკების მოთხოვნის  შემცირებაზე გამიზნული   სამედიცინო სერვისების პროგრამა, ნარკოლიბერალიზაციის შედეგების ზოგიერთი ასპექტი ჰოლანდიის    მაგალითზე,   ნარკოპოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში. აწმყო და მომავალი, საქართველოს და გერმანიის საკონსტიტუციო   სასამართლოების     გადაწყვეტილებები კანაბისის შესახებ –  შედარებითი ანალიზი, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და სხვა.

კონფერენცია შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა კონფერენციის შედეგად გაჟღერებული რეკომენდაციები  და  მადლობა გადაუხადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სტუმრებს ასეთი ნაყოფიერი კონფერენციის ჩატარებისთვის.       

      

 

 

 

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply