საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის  საკითხებთან დაკავშირებით  

 

2018 წლის 19 მარტს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ლაბორატორიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან და  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროგრამების დირექტორთანგოგიტა ღვედაშვილთან.

აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ  სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები.

შეხვედრის მიზანი მდგომარეობდა სტუდენტებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გააცნო დამსწრე აუდიტორიას უცხოეთში უვიზოდ მიმოსვლის კრიტერიუმები და მოიშველია სტატისტიკური მონაცემები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროგრამების დირექტორმა გოგიტა ღვედაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეადმისიის პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებზე.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ორივე მომხსენებელმა ამომწურავად გასცეს პასუხები სტუდენტების შეკითხვებს.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply