სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით, 26 ნოემბერს, მორიგი შეხვედრა გაიმართა საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან.
ტრენინგი შეეხებოდა როგორც სამოქალაქო ასევე სისხლის სამართლის აქტუალურ და საბაზისო საკითხებს.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატის იყო და ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის.