საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული გვანცა ძნელაძე 2017 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ჩინეთის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე “Doctor of Juridical Science S.J.D Program” მოიპოვა უნივერსიტეტის სრული დაფინანსება. აღნიშნული დაფინანსება მსოფლიოს მაშტაბით სულ სამმა სტუდენტმა მიპოვა. სადოქტორო თემას წერს თემაზე “The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors’ rights.
გვანცა ასევე, სწავლობდა ჩინეთის, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში Renmin University of China სამაგისტრო პროგრამაზე-Master of National Economics of China. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასერთიფიკატო სალექციო კურსში, რომელიც ორგანიზებული იყო თავისუფალ უნივერსიტეტში, მათ შორის, National Centre for Commercial law “International Business Transactions” მოპოვებული აქვს ჩინეთის მთავრობის სრული სტეპენდია, კერძოდ კომერციის სამინისტროსი MOFCOM scholarship, იგი წარმოადგენდა ერთადერთ დაფინანსებულ სტუდენტს საქართველოდან. სამაგისტრო თემა დაიცვა თემაზე “chinas outward foreign direct investment in Georgia ” და აიღო წითელი დიპლომი; პეკინში ყოფნისას სტაჟირებას გადიოდა უმსხვილეს კომპანიაში China International Economic Cooperation and Investment Inc. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში, სადაც აგრეთვე ჩაატარა სამეცნიერო კვლევა ინგლისურ ენაზე: “international trade process and risk control“, რომელიც ითარგმნა ჩინურად და დაიბეჭდა პუბლიკაციის სახით.
აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში. მაგალითად, საქართველოს წარმოადგენდა “one belt one road” პროექტის ფარგლებში გამართულ ეკონომიკის სკოლის კონფერენციაზე, სადაც მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე საქართველოში, ასევე მოხსენებით გამოვიდა ინვესტორებისთვის გამართულ სემინარზე “International Technology transfer & the Belt and Road investment opportunity ” რომელიც გაიმართა china council for the promotion of international trade .
კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს საელჩოს ჩინეთში ორგანიზებულ ღონისძიებებში ეს კულტურული საღამები იქნებოდა თუ ეკონომიკური. გვანცა ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულს ენებს, ასევე, ჩინურს.