2018 წლის 21 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გაიზიარა საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება და დეკანის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი, ვინაიდან, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, მათი დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მეცნიერებთან სამეცნიერო თანამშრომლობა.
კურსდამთავრებულთა კლუბის დამფუძნებლები პრეზენტაციაზე იწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.