2020 წლის 22 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების ონლაინ მოსმენა.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სათათბიროს წევრები.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ტურიზმის სამართლის“ ხელმძღვანელებმა: დიჟონის უმაღლესი სასამართლოს იურიდიულმა ექსპერტმა, პროფესორმა ნატო ტაბუცაძემ და იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა შეაჯამეს პროექტის შედეგები და წარმოადგინეს გამოსაქვეყნებელი სახელმძღვანელოს სტრუქტურა. პროექტის კოორდინატორმა მაკა ტყებუჩავამ ყურადღება გაამახვილა პროექტის მიმდინარეობაზე და შეაჯამა ცალკეული ასპექტები.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დემოკრატიის განვითარება საქართველოში“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან მარშავამ ისაუბრა პროექტის მიმდინარეობაზე, წარმოადგინა სამეცნიერო სტატიები და შეაჯამა პროექტის შედეგები. ასევე, ჩამოაყალიბა კვლევის სამომავლო ასპექტები.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ანგარიშის მორიგი მოსმენა
Posted in Uncategorized.