სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მომზადდება კრებული „მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებაში“, რომლის ავტორები არიან : პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და პროფესორი ოიჰანეს ვაისი.
კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომები ხელს შეუწყობს ფილოსოფიით, კულტურის, სოციალური და სამართლის მეცნიერებებით დაინტერესებულ სტუდენტებს მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე კვლევის მდგომარეობის შესახებ.
ნაშრომის გამოქვეყნებასთან, თარგმნასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსებული იქნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება და ფაკულტეტის დეკანი გამოხატავს მზადყოფნას მომავალშიც განხორციელდეს არაერთი კვლევითი, შემეცნებითი ხასიათი პროექტები.