სამეცნიერო პროექტები

სამეცნიერო პროექტები

მოკლე ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან დაკავშირებით

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2016 წლიდან ხორციელდება ინოვაციური, ისეთი ინტერდისციპლინარული სამეცნიერო-კვლევითიპროექტები, როგორიცაა ენერგეტიკის სამართალი, სატრანსპორტო, სამშენებლო, კულტურის სამართალი, სპორტის სამართალი, განათლების სამართალი, ჯანდაცვის სამართალი და სხვა.

საქართველოში პირველად გამოიცა სახელმძღვანელოები საპროკურორო სამართალი და საგამოძიებო სამართლის ორი ნაწილი. ასევე გამოიცა სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები მტკიცებითი სამართლის, სისხლის სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულებით. ლინგვოკრიმინალისტიკის პროექტში ჩართულია ისეთი მეცნიერ-მკვლევარი, როგორიცაა პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი.

კვლევით პროექტებში  ჩართულნი არიან როგორც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრები, ბაკალავრები, ასევე სხვა ფაკულტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები.

კვლევითი პროექტების პარალელურად განხორციელდა უნიკალური-სასწავლო სამეცნიერო პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“,რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები; ამ პროექტის განხორციელება მოხდა სკოლის მოსწავლეების დონეზეც.

სასწავლო-პრაქტიკუი პროექტებიდან აღსანიშნავია„კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“,რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გადიან თეორიულ კურსსა  და პრაქტიკას როგორც ჩვენს ფაკულტეტზე არსებულ კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნულ ბიუროში, სადაც წამყვანი პრაქტიკოსების დახმარებით სტუდენტები გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ  ყოველგვარი საექსპერტო მოქმედების შესრულებას.

ფაკულტეტზე განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამოიცა ილუსტრირებული, ორენოვანი საბავშვო კონსტიტუცია; პროექტების ფარგლებში ჩატარდა ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, სამშენებლო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვორქშოფები, კონფერენციები, ტრეინინგები სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

საინტერესო და მნიშვნელოვანია პროფესორ მარიამ ჯიქიას საქმიანობა, რომლის ხელმძღვანელობით ითარგმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი „საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები; ,ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოებზე საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით.

შეუფასებელია პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა კვლევითი პროექტების განხორციელების კუთხით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ჯემალ გახოკიძე. აღნიშნული მიმართულებით პროექტებში ჩართულნი არიან ავთანდილდემეტრაშვილი, ქეთევანჯინჭარაძეს, სოფომიდელაშვილი, ნონა ლომიძე,, გიორგი კალანდაძედა თამარ კუპრეიშვილი. პროექტებიდან აღსანიშნავია „აფხაზეთი განსაკუთრებული სტატუსით საქართველოს სახელმწიფოში“, ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა და მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“. აღნიშნული პროექტების საფუძველზე იქმნება სრულიად ახალი მოდელი ქართულ სინამდვილეში ქვეყნის ტერიტორიულ მოდელთან და ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე პროეტებიდან მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტი „ბლოქჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების სამართლებრივი ასპექტები ელექტრონულ მმართველობაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია.

მიმდინარე პროექტები ნათელი მაგალითია გამოჩენილი, ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობისა, კერძოდ, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რევაზ მიშველაძე, კრიტიკოსი, სოსო სიგუა და ახალბედა მკვლევარები ხატია ვასაძე, სოფო დემეტრაშვილი, ნანა როსეფაშვილი, თამარ ბარამია და სხვები გაერთიანებული არიან  ერთი მიზნით შექმნან და განახორციელონ ინტერდისციპლინარული, ინოვაციური პროექტები.

 

 

სამეცნიერო პროექტები- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ორივე მიმართულებით

მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები

  1. კულტურის სამართალი- ვადა: 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრამდე წლიური ბიუჯეტი 51 600 ლარი 
  2. განათლების სამართალი- ვადა: 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე წლიური ბიუჯეტი 56 000 ლარი
  3. სპორტის სამართალი- ვადა: 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე- 30000 ლარი 
  4. მედიასამართალი- ვადა: 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე- წლიური ბიუჯეტი 3360 ლარი
  5. მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის, ვადა: 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 1 ივნისამდე წლიური ბიუჯეტი 36000ლარი
  6. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამართალი- 2018 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 მარტამდე წლიური ბიუჯეტი 34800 ლარი
  7. გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“, ვადა: 2018 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 მარტამდე- წლიური ბიუჯეტი-24600 ლარი
  8. ლინგვოკრიმინალისტიკა ვადა: 2017 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 აგვისტომდე-  წლიური ბიუჯეტი 32 400 ლარი
  9. ტექნოლოგიური სამართალი 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე- წლიური ბიუჯეტი 102000 ლარი
  10. ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, ვადა: 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე
  11. ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკომფლიქტური სახელმწიფო მოწყობა და მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივების საქართველოში, ვადა: 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე წლიური ბიუჯეტი 34 800 ლარი
  12. კომუნიკაციური ინჟინერინგი- ვადა: 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე წლიური ბიუჯეტი 24000ლარი
  13. პოლიტიკა სამსჯავროზე: ვადა: 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე წიური ბიუჯეტი 14400ლარი
  14. სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც სოციალური და ზნეობრივი სახელმწიფო, ვადა: 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე
  15. საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 2019 წლის 2020 წლის 01 ივლისამდე
  16. საერთაშორისო საჯარო სამართალი, ვადა: 2018 წლის 1 მარტიდნ 2020 წლის 1 სექტემბრამდე წლიური ბიუჯეტი 45 600ლარი
  17. მტკიცების (მტკიცებულებათა შეგროვების, საპროცესო დამაგრების შემოწმებისა და შეფასების) აქტუალური პრობლემები,ვადა: 2018 წლის 18 ივნისიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე- წლიური ბიუჯეტი 36000ლარი 
  18. აფხაზეთი განსაკუთრებული სტატუსით საქართველოს სახელმწიფოში, ვადა: 2017 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 მარტამდე- წლიური ბიუჯეტი 27 000 ლარი
  19. სისხლის სამართლის კერძო ნაწილის, ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ვადა: 2019 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე- წლიური  ბიუეჯტი 28800ლარი
  20. „ბლოქჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების სამართლებრივი ასპექტები ელექტრონულ მმართველობაში (E- government)- მოდიფიცირდა „ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დემოკრატიის განვითარება საქართველოში“, ვადა:2019 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 1 იანვრამდე
  21. მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 1 ივნისამდე..
  22. ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე წლიური ბიუჯეტი 29 400ლარი 
  23. სახალხო დიპლომატია- 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 აპრილამდე წლიური ბიუჯეტი 27600ლარი
  24. საგადასახადო და საბიუჯეტო სამართალი- 2019 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე წლიური ბიუჯეტი 20400ლარი
  25. ნარკოტიკების სამართალი... 2019 წლის 5 ივნისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე  წლიური ბიუჯეტი 25 200ლარი
  26. „საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური თეორიები“ 2019 წლის 10 ივნისიდან  2020 წლის 31დეკემბრამდე
  27. რუსეთ-საქართველოს 2008 წ აგვისტოს ომი და საერთაშორისო სივრცე“-2019 წლის 08 ოქტომბრიდან 2020 წლის 08 ოქტომბრამდე

28. ..პოლიტიკური პარტიების სამართალი-2019 წლის 02 ოქტომბრიდან 2022 წლის 02 ოქტომბრამდე.

29.საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატია-2019 წლის 02 ოქტომბრიდან 2020 წლის 02 ოქტომბრამდე.

30.პოლიტიკური რადიკალიზმი ევროპაში და საქართველო- 2019 წლის 02 ოქტონბრდიან 2020 წლის 02 ოქტომბრამდე

31. 1991-1993 წწ.  მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასები- 2019 წლის 8 ოქტომბრიდან და გაგრძელდეს 18 თვე.(2020 წლის ივლისამდე)

32.„ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი საქართველოში“ 2019 წლის 31 ივლისიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე

33.ტურიზმის სამართალი-2019 წლის 15  ივლისიდან 2021 წლის 15 იანვრამდე

 

დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები

  1. ქართული მენტალობის ლექსიკონი- ვადა:2016 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით 2019 წლის 1 ივლისამდე
  2. სასამართლო მჭევრმეტყველება- ვადა: 2016 წლის 4 იანვრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით
  3. კანტის პოლიტიკური წერილები- 2019 წლის 1 იანვრიდან
  4. საგამოძიებო სამართალი- 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 აპრილამდე
  5. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირს კანონმდებლობასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოტხოვნებთან შესაბამისად, ვადა: 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე
  6. კრიმინოლოგიის მონოგრაფიის შექმნის შესახებ, ვადა: 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე
  7. საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები, ვადა: 2018 წლის1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე
  8. სამართლის ფილოსოფია- 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 აგვისტომდე
  9. საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ პოლიტიკური მოწყობისმმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები.ისტორიულიპოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი)
  10. ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში,
  11. ბავშვთა უფლებები, ვადა: 2018 წლის 16 ივლისაიდან 2019 წლის 16 მაისამდე,
  12. საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკურ-სამართლებრივი და ისტორიული ასპექტები, 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე-
  13. საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა, 2018 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 აპრილამდე
  14. საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სისტემაში, ვადა: 2017 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 აპრილამდე
  15. სამართლის მეთოდები, ვადა: 2018 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 აპრილამდე ლობჟანიძე გივი
  16. სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვადა: 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე,
  17. სამართლიანობის ფილოსოფია და თანამედროვეობა, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ივნისამდე
  18. ნარკოტიკული დანაშაულის ფენომები, მისი გამოვლენის, გამძიებისდა პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოლოგია, ვადა: 2018 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 1 ივნისამდ
  19. მთარგმნელობითი პროექტი- "International Law and International Relations“-
  20. სახელმწიფო და სამართლის თეორიის შექმნის შესახებ, ვადა: 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ივლისამდე
  21. "დანაშაულიდან სასჯელამდე"
  22. კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში- 2019 წლის 15 მარტიდან 15 ივლისამდე
  23. შესავალი სამართალმცოდნეობაში 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 15 ივნისამდე

საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტები საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

 

  1. ბოსნია და ჰერცეგოვინას პოსტკომფლიქტური სახელმწიფო მოწყობა და მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“- ვადა 01.01.18 წლიდან 01.01.20 წლამდე. წლიური ბიუჯეტი 34 800 ლარი- სულ პროექტის ღირებულება 69 600 ლარი.- გამოიცა მონოგრაფია „ბოსნია და ჰერცეგოვინა“
  2. „აფხაზეთი განსაკუთრებული სტატუსით საქართველოს სახელმწიფოში“. ვადა: 2017 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 მარტამდე - პროექტის ხანგრძლივობა 3 წელი, წლიური ბიუჯეტი- 41 400 ლარი, პროექტის ღირებულება  124 200 ლარი.  გამოიცა მონოგრაფია „ჰონკონგი, ჩინეთი 1997“ და „ძიებანი განდგომილი რეგიონების შემორიგებისათვის“
  3. ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე. წლიური ბიუჯეტი 29 400 ლარი, პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი, პროექტის სრული ღირებულება 29 400  ლარი. გამოიცა „ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია“
  4. „საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური თეორიები“.  2019 წლის 10 ივნისიდან  2020 წლის 31დეკემბრამდე,  პროექტის წლიური ღირებულება 22800 ლარი, პროექტის ვადა 18 თვე-სრული ღირებულება  34 200 ლარი.  მიმდინარე პროექტი
  5. 1991-1993 წწ.  მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასები. 2019 წლის 8 ოქტომბრიდან 2020 წლის ივლისამდე, პროექტის წლიური ღირებულება- 18 000 ლარი, პროექტის მთლიანი ღირებულება 27 000 ლარი. მიმდინარე პროექტი
  6. პოლიტიკური რადიკალიზმი ევროპაში და საქართველო- 2019 წლის 02 ოქტომბრდან 2020 წლის 02 ოქტომბრამდე, წლიური ბიუჯეტი 10 800 ლარი პროეტქის ვადა 1წელი. მიმდინარე პროექტი
  7. საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატია 2019 წლის 02 ოქტომბრიდან 2020 წლის 02 ოქტომბრამდე. წლიურის ბიუჯეტი 15 600 ლარი, პროექტის ვადა 1 წელი. მიმდინარე პროექტი
  8. რუსეთ-საქართველოს 2008 წ აგვისტოს ომი და საერთაშორისო სივრცე“. 2019 წლის 08 ოქტომბრიდან 2020 წლის 08 ოქტომბრამდე.  პროექტის წლიური ღირებულება 23 400 ლარი,  პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი.  მიმდინარე პროექტი
  9. „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“-2018 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 1 ივნისამდე..წლიური ბიუჯეტი 36 000 ლარი, პროექტის ხანგრძლივობა 2 წელი, პროექტის სრული ღირებულება 72 000 ლარი. მიმდინარე პროექტი
  10. საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები. ვადა 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე, პროექტის ღირებულება 81000 ლარი.
  11. „პოლიტიკა სამსჯავროზე“- ვადა: 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე. პროექტის 2 წლიანი ღირებულება 36 400 ლარი. მიმდინარე პროექტი
  12. საქართველოს სახალხო დიპლომატია პოსტსაბჭოთა პერიოდში. 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 აპრილამდე, პროექტის ვადა 1 წელი, პროექტის სრული ღირებულება 21600ლარი . მიმდინარე პროექტი
  13. მთარგმნელობითი პროექტი „საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთერთოები“. კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ბეტ საიმონსისა და რიჩარდ სტენბერგის ავტორობით, პროექტის ჯამური ღირებულება 53 300 ლარი.
  14. თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი- 2020 წლის 15 იანვრიდან 2020 წლის 01 მაისამდე- პროექტის მთლიანი ღირებულება 6 200 ლარი. სახელმძღვანელო გადაცემულია დასაბეჭდად
  15. საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სიტემაში“ ვადა: 2017 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 01 აპრილამდე. პროექტის წლიური ღირებულება 19 200 ლარი, პროექტის ხანგრძლივობა 20 თვე, პროექტის სრული ღირებულება 32 000 ლარი. გამოიცა ნაშრომთა კრებული „საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სიტემაში“
  16. საერთაშორისო საჯარო სამართალი, ვადა: 2018 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე. წლიური ბიუჯეტი 45 600 ლარი, პროექტის სრული ღირებულება 912 00 ლარი. გამოიცა სამეცნიერო ნაშრომთა კრებული „თანამედროვე საერთაშორისო სამართლის აქტუალური საკითხები“ და გრძელდება პროექტი
  17. „კულტურის სამართალი“ ვადა: 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრამდე. წლიური ბიუჯეტი 51 000 ლარი, პროექტის ხანგრძლივობა 4 წელი, პროექტის სრული ღირებულება 204 000 ლარი. გამოცემულია სამეცნიერო სტატიები, მიმდინარე პროექტი
  18. საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში- 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 2019 წლის 2020 წლის 01 ივლისამდე, პროექტის წლიური ღირებულება 19 200 ლარი, პროექტის ხანგრძლივობა 20 თვე, პროექტის სრული ღირებულება 32 000 ლარი. გამოცემულია სამეცნიერო სტატიები, მიმდინარე პროექტი
  19. პოლიტიკური პარტიების სამართალი-2019 წლის 02 ოქტომბრიდან 2022 წლის 02 ოქტომბრამდე. პროექტის ვადა 3 წელი, წლიური ღირებულება- 59400 ლარი,  ჯამური ბიუჯეტი 178 200 ლარი. გამოცემულია სამეცნიერო სტატიები, მიმდინარე პროექტი
  20. „საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა“ 2018 წლის 01 აპრილამდე 2019 წლის 01 აპრილამდე. პროექტის ჯამური ღირებულება 38 400 ლარი. გამოცემულია სახელმძღვანელო „საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და ადგილობრივი  თვითმმართველობა“
  21. საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ- პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები (ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი)“, 2016 წლის 04 იანვრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, პროექტის ჯამური ღირებულება 36 000ლარი. გამოცემულია მონოგრაფია: „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ- პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის  ასპექტები“
  22. „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“-2017 წლის 01 მარტი 2018 წლის 01 მარტამდე, პროექტის ჯამური ღირებულება 30 600ლარი. გამოცემულია მონოგრაფია: „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“;
  23. სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 01.11.2017 წლიდან 30.04.2019 წლამდე-პროექტის წლიური ღირებულება 36 600 ლარი, პროექტის მთლიანი  ღირებულება 73200 ლარი, გამოცემულია მონოგრაფია: „სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“;  
  24. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შესახებ“. 01.2018 წლიდან 01.01.2019 წელი პროექტის ჯამური ღირებულება 54000 ლარი გამოცემულია მონოგრაფია: „ევროკავშირის საგადასახადო პოლიტიკა და წევრი სახელმწიფოების საგადასახადო პოლიტიკა“ და ნაშრომტა კრებული „ევროინეგრაციის გამოწვევები“  
  25. „საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკურ-სამართლებრივი და ისტორიული ასპეტები“. ვადა: 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე დამთავრდება პროექტის ჯამური ღირებულება 26 400 ლარი. გამოცემულია ნაშრომი: „საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკურ-სამართლებრივი და ისტორიული ასპეტები“.
  26. „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“. 2018 წლის 1 მარტიდან 2020წლის 31 მარტამდე (24 თვე). პროექტის ხანგრძლივობა 2 წელი, წლიური ბიუჯეტი 52 200 პროექტის სრული ღირებულება 104 400ლარი გამოცემულია ნაშრომი: კონფერენციის ნაშრომთა კრებული და სამეცნიერო ნაშრომთა კრებული.

„საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“

2018 წლის 8 ოქტომბრიდან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დამტკიცდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“, რომლის ხელმძღვანელიცაა პროფესორი ეპიფანე გვენეტაძე, ხოლო წევრები არიან: ი. გაბისონია, ჯ.გაბელია, ა.ფუტკარაძე, ე.ჩალაძე, ლ.კაკაშვილი და თ. ბარამია.

პროექტი ითვალისწინებს წარმოაჩინოს საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის ფონზე საერთაშორისო სასამართლოს  გავლენის სრული და ობიექტური სურათი, საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას იცხოვროს შედარებით უსაფრთხო და სამართლიან საერთაშორისო ურთიერთობათა სივრცეში.

პროექტის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ ნაშრომში საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში წარმოჩენილი, გააზრებული და შეფასებული იქნება ჰააგაში ყოფილი იუგოსლავიისათვის განთავსებული სისხლის სამართლის და არშუშაში არსებული რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალების, მასალების პოლიტიკურ-სამართლებრივი ანალიზი და სასამართლოების შედეგების გავლენა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ფორმირებაზე.

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს სახელმწიფოებში და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სრულყოფას.

განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო დახმარებას გაუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პროექტი არის ერთწლიანი და დასასრულს გამოიცემა სახელმძღვანელო და სტატიათა კრებული.

ერთობლივი სამეცნიერო პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით დამტკიცდა სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

აღნიშნული პროექტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან ორივე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ არაერთ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც  მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაირღმავონ თვალსაწიერი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა მეცნიერ-თანამშრომელთან აღნიშნული პროექტის სრულყოფილად განხორციელების მიზნით.                                                                                              

 

პროექტი “საინჟინრო სამართალი”.

2017 წლის 18 ოქტომბერს სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიერ წარდგენილი პროექტი „საინჟინრო სამართალი“.

პროექტი დამტკიცდა, ვინაიდან სტუ, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი ტექნიკური უნივერსიტეტი, მუდმივად ისწრაფვის განახლებისა და სიახლეების დანერგვისაკენ. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო პროგრამების შემოღება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბაზრის მოთხოვნებზე.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს კომბინირებულ საბაკალავრო პროგრამას, კერძოდ სამართლისა და ინჟინერიის ერთობლივი პროგრამა, რომელიც დაინერგება ცალკე სასწავლო პროგრამის „საინჟინრო ეკონომიკის“სახით.

საინჟინრო მეცნიერებისა და სამართლის ერთობლივი პროგრამა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არ დანერგილა არცერთ პოსტსაბჭოთა სივრცის უნივერსიტეტში. მაშასადამე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კერძოდ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იქნება პირველი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის, დანერგავს და წარმატებით განახორციელებს აღნიშნულ კომბინირებულ საგანმანათლებლო კურსს.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მოცემული კურსი წარმატებით არის დანერგილი სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვებგვერდის მიხედვით, ეს არის სამართლისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ერთობლივი კურსი, რომელიც მოიცავს სწავლებას და ტექნიკური საგნების სიღრმისეულ ცოდნას.

პროექტის განხორციელების მიზნით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც დაფინანსებულია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუჯეტიდან.

აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელს წარმოადგენს სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, პროექტის მენეჯერები იქნებიან: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე.  დაკომპლექტებულია ასევე სამუშაო ჯგუფი, ხარისხის ექსპერტი და ტექნიკური პერსონალი. მათი ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნება ისეთი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდგომ სტუდენტს ექნება ორმაგი დიპლომი, როგორც ინჟინერის ასევე, სამართლის მიმართულებით. ასევე, შედგენილია პროექტის ბიუჯეტი რომელიც სამი ხარჯვითი ნაწილისაგან შედგება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა, რათა სათანადო მომზადების შემდეგ მოხდეს „საინჟინრო სამართლის“ როგორც ცალკე სასწავლო პროგრამის დანერგვა.  კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს  როგორც: იურისტი ეკოლოგიური სამართლის, ტექნოლოგიური კანონმდებლობისა და სპეციალური სისხლის სამართლის სფეროებში, საინჟინრო კორპორაციების კონსულტანტი, იურისტკონსულტი ან მენეჯერი და ა.შ. მათ განუვითარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური  უნარ-ჩვევები ინდუსტრიაზე ძლიერი აქცენტებით, რაც აუცილებელია ინჟინერიასა და სამართალს შორის რთული კავშირების გასაგებად.კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ უმაღლესი პროფესიული იურიდიული განათლების სრული კურსი საინჟინრო მეცნიერებების კვალიფიკაციასთან ერთად.

კურსი მოიცავს 264 კრედიტს, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ უმაღლესი განათლება ცალკე ტექნიკური მეცნიერებების ბაკალავრის და ცალკე სამართლის ბაკალავრის ხარისხით.

აღნიშნული პროექტი ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას და აკადემიური დეპარტამენტის წარმომადგენლების მეირ შემუშავდა იურიდიულ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის გამო ისეთ სფეროებში, რომლებშიც საჭიროა რთული ტექნიკური საკითხების ცოდნა. ასეთი სპეციალისტების დიდი მოთხოვნილებაა, როგორც კერძო იურიდიულ ფირმებში, ისე მანქანათმშენებლობაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება როგორც უშუალოდ საინჟინრო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, ასევე შეიქმნება სპეციალური ლიტერატურა ქართველის მეცნიერების მიერ, ითარგმნება უცხოური ლიტერატურა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ჩამოყალიბდება სრულყოფილი სასწავლო პროგრამა.

ჩვენ ამაყნი ვართ, რადგან საფუძველი ჩაეყარა, უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს დაუმკვიდრებს ღირსეულ სახელს საგანმანათლებლო სფეროში. ვინაიდან, აღნიშნული პროექტი ემსახურება საერთო მიზანს, ისეთი პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ არცერთ უნივერსიტეტს არ გააჩნია.

 

სამეცნიერო პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოგია“

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის „ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოგია“-ს განხორციელების შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდება სახელმძღვანელო სისხლის სამართლის დეპარტამენტის  საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს მომზადება, რომელიც მიაწოდებს სტუდენტებს დეტალურ ფაქტობრივ და ანალიტიკურ ინფორმაციას ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენზე, მისი გამოვლენისა და პრევენციის ტაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე.  ამასთანავე, პროექტის ამოცანა გულისხმობს ნარკოტიკული დანაშაულის და მისი გამოვლენის, გამოძიებისა და პრევენციის ტაქტიკის და მეთოდოლოგიის შესახებ სამეცნიერო მასალის მოძიებას, დამუშავებასა და ვერბალური და ვიზუალური მასალის სტრუქტურიზებას სახელმძღვანელოს ფორმატში.

სამეცნიერო პროექტი -„საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების“ სამეცნიერო კრებულის შექმნის შესახებ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა სამეცნიერო პროექტი- „საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების“ სამეცნიერო კრებულის შექმნის შესახებ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. კვლევითი პროექტის  დროითი ჩარჩო მოიცავს მასალის მოძიებას, შესწავლა-დამუშავებას, დამუშავებული მასალიდან სამეცნიერო სტატიების მომზადება, სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება და სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება და სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის გამოქვეყნება.

აღნიშნული პროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ბიუჯეტი.

 

სამეცნიერო-კვლევითი პროექტი -„საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი -„საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“, რომლის ფარგლშიც „საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად“ გამოიცემა ნაშრომები.

პროექტი წარმოადგენს ავტორების მიერ ჩაფიქრებულ, საკმაოდ დიდი კომპლექსური კვლევის ნაწილს და ღირებულია თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობით. პროექტი შედგება სხვადასხვა მნიშვნელოვანი განსახილველი თემატიკისაგან.

პროექტში ნაშრომზე მუშაობის პროცესში მოძიებული და გაანალიზებული იქნება წყაროები და სამეცნიერო, პოლიტიკური და იურიდიულ მეცნიერებებში აპრობირებული კვლევის მეთოდები.

 

 

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერა

ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ ინიციატივით დაიგეგმა ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიის“ თარგმნა ქართულ ენაზე აღნიშნული ნაშრომის თარგმნას შეასრულებენ ფილოსოფიის პროფესორი გიორგი ბარამიძე, ხოლო მის სამეცნიერო რედაქტირებასა და კომენტირებას-პროფესორი მამუკა ბერიაშვილი უხელმძღვანელებს. ამავე დროს, პროექტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ირაკლი გაბისონია და პროფესორი მინდია ოკუჯავა, რომლებიც თარგმნის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას გაუწევენ, როგორც სარედაქციო სამუშაობს, ისე ნაშრომში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზუსტი ქართული შესატყვისების შემუშავებას.

აღნიშნული პროექტიც დაფინანსდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სხვა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „პროფესიული ეთიკის განვითარება“ .

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“ მიზნად ისახავს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას მიაწოდოს   ცოდნა პროფესიული ეთიკის შესახებ და გამოუმუშაოს შესაბამისი უნარ–ჩვევები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ეს დაეხმარებათ, როგორც პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად,  ისე ყოფით ცხოვრებაში.

პროექტის მიზანია სტუდენტები და მსმენელები დაეუფლონ ზოგადი და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურების საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ამ სამსახურებში პროფესიული ეთიკისა და ქცევის თანამედროვე სტანდარტებს და გამოუმუშავდეთ  შესაბამისი უნარ–ჩვევები;

პროექტის ამოცანებია:

  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, ,,პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის’’ გახსნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მეცნიერები და პრაქტიკოსები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეები, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

  • პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში მომზადდება:

  • საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების თარგმანი;

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სასწავლო კურსის პროგრამა ,,პროფესიულ ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“;

  • სახელმწიფო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლებისათვის მოკლევადიანი სპეციალური კურსი ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’;

  • სახელმძღვანელო ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’.

  • მოკლევადიანი (3 დღიანი) სპეციალური სასწავლო კურსის ჩატარება დაინტერესებული უმაღლეს საგანმანათლებლო და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისათვის.

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებშისასწავლო კურსის  პროგრამის ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’ და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია–განხილვა;

  • საზოგადოების ყურადღების გამახვილება, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეების ეთიკურ სტანდარტებზე და ამ მიზნით საინფორმაციო მასალების: კრებულის, ბანერისა და პლაკატის გამოცემა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელება;

  • უმაღლეს საგანმანათლებლო და დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა, სხვადასხვა დარგში, პროფესიული ეთიკისა და ქცევის წესების სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით.

ასევე, გამოიცა საინფორმაციო კრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, „პროფესიული ეთიკის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

 

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მზადდება კრებული „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“, რომელშიც გამოქვეყნდება ევროპული და ქართველი მეცნიერების ნაშრომები თანამედროვეობის აქტუალურ და რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ევროპელმა და ქართველმა პროფესორებმა წაიკითხეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით 2016 წელს განხორციელებული პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -ს ფარგლებში, როგორც საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტაციაში. იმავდროულად კრებულში შეტანილია 2017 წელს ზუგდიდში ჩატარებული საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“ ფარგლებში წაკითხული მოხსენებები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საზაფხულო სკოლა ჩატარდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით. კრებულში გამოსაქვეყნებელ ნაშრომთა გარკვეული ნაწილის ქართულ ენაზე თარგმნა დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

ამასთანავე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით დაფინანსდება უცხოენოვანი მოხსენების თარგმნა, რომელიც შესრულებულია კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის ქეთევან რჩეულიშვილის, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის ირაკლი თაბორიძისა და მაგისტრანტის მარიამ ხაზარაძის მიერ. ამავდროულად მარიამ ხაზარაძემ კრებულის რუბრიკისათვის თარგმნა იმანუელ კანტის ცნობილი ტექსტი „ადამიანთა მოდგმის სავარაუდო დასაწყისი“.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიზანს წარმოადგენს ისეთი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება, რომელთაც გარდა სამეცნიერო ხასიათისა, გააჩნია სასწავლო ღირებულება.  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება მოხდება  ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან

გამოცემული კრებულები Challenges of EU Integration

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შედეგები

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)” , ფარგლებში გამოიცა მონოგრაფია  სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის 

  • "სამართლიანობის ფილოსოფია და თანამედროვეობის"  ფარგლებში გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო "სამართლიანობა, ფილოსოფიურ-სამართლებრივი ასპექტები" და სამეცნიერო სტატიები ჟურნალ იურისტში #7
  • საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების ფარგლებში გამოიცა სტატიების კრებული "საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების აქტუალური პრობლემები" 
  • „საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკურ-სამართლებრივი და ისტორიული ასპეტები“- ს ფარგლებში გამოიცა მონოგრაფია „საქართველოს კონსტიტუციური განვითარების პოლიტიკურ-სამართლებრივი და ისტორიული ასპეტები“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საგამოძიებო სამართლის” ფარგლებში საგამოძიებო სამართლის წიგნი მეორე გამოიცა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საგამოძიებო სამართლის” ფარგლებში საგამოძიებო სამართლის წიგნი მეორე გამოიცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების” ფარგლებში და ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცა პროფესორ იგორ კვესელავას მონოგრაფია: „საქართველოს ისტორიის ქრონიკები VI საქართველო და მსოფლიო უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში (წიგნი I).

 

პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი საქართველოს სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილი

გამოიცა სტუდენტური კონფერენციის ნაშრომთა კრებული

გამოიცა სახელმძღვანელო “რიტორიკა-ქრესტომათია”

წიგნი "რიტორიკა-ქრესტომათია"
მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის `სამოსამართლო მჭევრმეტყველების~ ფარგლებში.
ავტორები: პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი,
ი. გაბისონია
ივ. ჯაგოდნიშვილი
რედაქტორები: პროფ. ჯ. გახოკიძე
ჯ. გაბელია
ქ. ქოქრაშვილი

გამოიცა წიგნი „ახალი რიტორიკა-საჯარო კამათის ტექნოლოგიები”

წიგნი “ახალი რიტორიკა _ საჯარო კამათის ტექნოლოგიები”
მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის `სამოსამართლო მჭევრმეტყველების~ ფარგლებში.
ავტორები: პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი,
ი. გაბისონია
ივ. ჯაგოდნიშვილი
რედაქტორები: პროფ. ჯ. გახოკიძე
ჯ. გაბელია
ქ. ქოქრაშვილი

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი პროექტის "ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში" ფარგლებში გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო "ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში".

სახელმძღვანელოს ავტორები არიან პროფესორები: მაია ყიფიანი, ირაკლი გაბისონია და ციალა გლოველი.

 

გამოიცა წიგნი „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებებისა ფაკულტეტისა და  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში დავით სოლომნიშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“.

აღნიშნულ წიგნში განხილულია ცნობილი ქართველი იურისტის _ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ყურადღება გამახვილებულია ქართული იურისპრუდენციის ისეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად პასუხობს გასული საუკუნის სამართლებრივი, კულტურული, სოციალური ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს.  დავით სოლომნიშვილის დამხმარე სახელმძღვანელო „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“ გამოცემულია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.

სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“

2018 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“, რომლის  ავტორებიც არიან პროფესორები: სტუ-ს სპიკერი პროფესორი, ჯემალ გახოკიძე,  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია,  პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, პოლიკარპე (თემურ) მონიავა.

წიგნი გამოიცა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მხარდაჭერით.

`საგამოძიებო სამართალი~ ავტორთა კოლექტივის მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული საგამოძიებო საქმიანობის შედეგია, რომელსაც არქიტექტონიკისა თუ განხილულ საკითხთა თემატიკის მრავალფეროვნებით ანალოგი არ გააჩნია, რადგან: მოიცავს გამოძიებასთან დაკავშირებით ისტორიულ  მემკვიდრეობას და დღეს არსებულ რეალობას, როგორც ქართულ ისე საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში; დეტალურად არის წარმოჩენილი გამოძიების ორგანოებისა და გამომძიებლის სტატუსით აღჭურვილ (გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული), ასევე გამოძიებასთან ასოცირებულ სუბიექტთა (მაგ. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ჩართულ ჟურნალისტთა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის) საქმიანობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ კანონით და სხვა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით;

აღნიშნული სახელმძღვანელოს და ზოგადად პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან,  კვლევის შედეგი ასახული იქნება  სასწავლო სილაბუსებში, ასევე,   საგამოძიებო სამართლის, როგორც არჩევითი საგნის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ სამართლის მიმართულების სტუდენტებს.

წიგნის „International Law and International Relations“ თარგმნა და გამოცემა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობასთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს მიეცა უფლება კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნის (Beth A. Simmons, Richard H. Steinberg, International Law and International Relations) თარგმნასა და გამოცემაზე. ზემოაღნიშნული წიგნი შეირჩა ფაკულტეტის ორივე მიმართულების გათვალისწინებით, რადგან მასში განხილულია როგორც საერთაშორისო სამართლის აქტუალური პრობლემები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე ტენდენციები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი (მარიამ ჯიქია, მაია გამსახურდია, იგორ კვესელავა, ქეთევან ჯინჭარაძე და მაია ამირგულაშვილი), რომელიც უზრუნველყოფს წიგნის თარგმნასა და რედაქტირებას. პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 9 თვით (2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 ივნისამდე).
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 39100 ლარს და მისი დაფინანსება ხდება სამათლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკუტლეტის ბიუჯეტიდან.

 

გამოიცა წიგნი საპროკურორო სამართალი