სამეცნიერო ჟურნალი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი #9

გამოიცა პირველი სტუდენტური კონფერენციის “საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები” ნაშრომთა კრებული 

ჟურნალი იურისტი #7

ფაკულტეტზე სამეცნიერო ჟურნალი “სახელმწიფო და სამართალი” დაფუძნდა

2017  წლის  20  ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განიხილეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო  რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული  ჟურნალის „სახელმწიფო და სამართალი“-ს  დაფუძნება.

აღნიშნულთან  დაკავშირებით  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა საბჭოს წევრებს დებულება და ჟურნალის დაარსების მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. გააცნო  ჟურნალის რედაქტორისა და რედკოლეგიის წევრების შესახებ ინფორმაცია.

ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“-ს  მთავარ რედაქტორს წარმოადგენს პროფესორი იოსებ ბაჩიაშვილი და  პასუხისმგებელი მდივანი პროფესორი ქეთევან ჯინჭარაძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები იქნებიან პროფესორები: ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია, ჯემალ გახოკიძე, ქეთევან ქოქრაშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, თეოდორე ნინიძე, ზაზა რუხაძე, ალფრედ კურატაშვილი და  უცხოელი პროფესორები: ვალტერ იეშკე (გერმანია), ელიკო წიკლაური-ლამიხი, ელენე გრაჩოვა, მიხეილ მოკეტლიშვილი, ვალერი ბაკუმენკო.

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს შემოთავაზებულ წინადადებაზე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე დაფუძნდეს საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“.

საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი – Lawyer №3

საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი – Lawyer №2

საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი იურისტი – Lawyer №1

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი თემიდა

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “იურისპრუდენციის პრობლემები”

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “პროგრესი”

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “პროგრესი”

მეცნიერების საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემები

საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი „პარალელი“

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ბაზაზე ყოველწლიურად გამოიცემა საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი „პარალელი“.

ჟურნალი თავდაპირველად XX-ე საუკუნის 80-იან წლებში გამოდიოდა, შემდეგ დაიხურა და 2009 წლიდან პროფესორების რევაზ მიშველაძისა და იგორ კვესელავას ინიციატივით აღდგა.

ჟურნალის გამოცემა დამტკიცებულია სტუ-ს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს სხდომაზე.  გამოიცემა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტერატურული გაერთიანების ხელშეწყობით, რომლის ხელმძღვანელია რევაზ მიშველაძე, იგი გახლავთ ჟურნალ „პარალელის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ბაზაზე ყოველწლიურად გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“

ჟურნალის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს, იგი დაარსდა  1991 წელს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო მალევე დაიხურა. ჟურნალ „საისტორიო ვერტიკალების” ახალი სიცოცხლე დაიწყო 2002 წლიდა, როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებაათა დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის პროფესორ იგორ კვესელავას თაოსნობით ჟურნალი აღდგენილ იქნა. ჟურნალის მთავარი რედაქტორია იგორ კვესელავა, რედკოლეგიის წევრები არიან საქართველოს, აშშ-ს, იაპონიისა და საფრანგეთის პოლიტოლოგები. უკვე გამოცემულია 34 ნომერი, ჟურნალი გამოდის წელიწადში სამჯერ.