საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამოქალაქო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროცესის მონაწილეები შეაფასეს წინასწარ შერჩეულმა ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა მიხეილ ჯახუამ და საქართველოს პარლამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა. პროცესს წინ უსწრებდა სასწავლო კურსი (12 სასწავლო შეხვედრა), სადაც სტუდენტები ეუფლებოდნენ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ბ-ნი დავით ლომთაძე.
პროცესზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ნიკო მერებაშვილი, თორნიკე გახოკია, მართა ამირანაშვილი, ნინო ხულუზაური და ლანა სისოშვილი. საუკეთესო მოსარჩელის ტიტული დაიმსახურა ნიკო მერებაშვილმა, სოფო დარჩიამ და თორნიკე კაპანაძემ საუკეთესო მოპასუხის ტიტული დაიმსახურა გიგა გიორგაძემ და გუგა მაღულარიამ. მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ სახელმძღვანელოები. იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინონ და გამომიმუშავონ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული წინსვლისათვის. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა კვლავ გეგმავს მსგავსი ხასიათის პროექტებს რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ უნივერსიტეტის ფარგლებშივე დაეუფლონ სასამართლოში იურისტის გამოსვლის უნარ-ჩვევებს და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ტექნიკას.