“სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები..” ნაშრომის პრეზენტაცია

2019 წლის 01 ნოემბერს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)” , ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის წევრები,ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა პროფესორმა ავთანდილ სონღულაშვილმა ისაუბრა ნაშრომში განხილულ ძირეულ და საინტერესო საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა უშუალოდ იმ ფაქტებზე რომელსაც ეყრდნობა კვლევა და უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
პრეზენტაციის შემდგომ შედგა საინტერესო დისკუსია სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply