სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორისა და პრაქტიკაში“ დაიწყო

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მატერიალური რესურესების გამოყენებით, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მოქმედი პრაქტიკოსი ექსპერტ-კრიმინალისტების ერთობლივი საქმიანობით დაიწყო სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორისა და პრაქტიკაში“. პროექტის ფარგლებში გასაუბრების შედეგად შერჩეულ 20 სტუდენტს პირველი ლექცია კრიმინალისტიკური ტექნიკის მნიშვნელოვანი დარგის – დაქტილოსკოპიის აქტუალური საკითხების შესახებ ჩაუტარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა – ქეთევან გოგაშვილმა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply