საქართველოს პარლამენტის წევრთა ვიზიტი ფაკულტეტზე

2018 წლის 7 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის  წევრებთან თამარ ხულორდავასთან, ნინო წილოსანთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან. დისკუსია წარიმართა თემაზე: ,,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები XXI   საუკუნეში

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი.

პარლამენტარებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა   საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის.

პირველმა მომხსენებელმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ  თავდაპირველად ხაზი გაუსვა ევროპის დღის  მიძღვნილ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობას. მიმოხილა საქართველოს როლი ევროინტეგრაციის გზაზე, შეეხო გამოწვევებსა და უკევ მიღწეულ წარმატებებს ამ კუთხით.

ზემოაღნიშნული კომიტეტის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ეკონომიკურ ჭრილში და დეტალურად ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე.

პარლამენტარმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მიმოიხილა უშუალოდ საქართველოსა და ევროკაშვირის ურთიერთობები, შეეხო ორმხრივ დიპლომატიას და ამ კუთხით წარმოადგინა რამდენიმე რეკომენდაცია.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, პარლამენტარებმა აქტიურად უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს და გამოითქვა მზაობა მეცნიერული თვალსაზრისით უნივერსიტეტთან თანამშრომლობისათვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply