2017 წლის 18 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ კორპუსში, მე–3 სართულზე (meeting room)-ში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებსა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შორის.
თავდაპირველად პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს უშუალოდ პროკურატურის ფუნქციები. მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და გამოძიების წარმოებაზე. განიხილეს პროკურატურის ძირითადი პრინციპები და ყველა ის თემატიკა, რაც აუცილებელია პროკურორისათვის, ასევე პროკურორთა სტატისტიკა გააცნეს სტუდენტებს. ყურადღება გაამახვილეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლზე და მათ ფუნქცია-მოვალეობაზე.
დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის პირობების, მოთხოვნებისა და ეტაპების შესახებ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები. პროკურატურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი სტუ-ს სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობისა, წარმატებები უსურვეს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში და მადლობა გადაუხადა დაინტერესებისათვის.