საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 2018  წლის 15 მაისს  საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით სტუმრად  ეწვია რომის ლა საპიენსას და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტებიდან დელეგაცია.

დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:

ანდრეა კარტნეი-რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი – საერთაშორისო სტუდენტურ მობილობაში, CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი,  საერთაშორისო ისტორიის პროფესორი, ევრაზიის ისტორიის დოცენტი. გაბრიელ ნატალიციარომის ლინქ-ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი,  პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის და პოლიტიკური მეცნიერებების ლექტორი, პროფესორი. ნენო გაბელიარომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი,  მკვლევარი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში.

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას სტუ-სა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტს შორის.

სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისათვის სტუ-ს სპიკერმა პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა და  რომის ლა საპიენსას  CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ანდრეა კარტნეიმ, მათი მხრიდან აღინიშნა, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს  სამეცნიერო თანამშრომლობის განხორციელებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის ფარგლებში და აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის გაცვლით-პრაქტიკულ პროგრამებს.

მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, რომელმაც ორივე მხარეს მადლობა გადაუხადა მსგავსი თანამშრომლობის დამყარებისათვის და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ აღნიშნა რომ რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს  საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება და რექტორის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა მზად ყოფნა სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply