2017 წლის 31 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტეზე გაიხსნა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას სახელობის კაბინეტი.
კაბინეტის გახსნა უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის იგორ კვესელავასა და სტუდენტთა სოციალური, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის გიორგი კალანდაძის ინიციატივა იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტები.
კაბინეტის გახსნას დაესწრნენ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის წევრები და პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები.
დაწესდა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცათ.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებში მოტივაციის ამაღლებას და ფაკულტეტის განვითარებას.