საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად

2022 წლის 29 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, სადაც მოეწყო ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში და პროფესორ-მასწავლებლების ავტორობით გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
წიგნის ფესტივალი გახსნა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა.
წიგნების რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხა გადაირიცხა უკრაინის დახმარების ფონდში.
მადლობას ვუხდით სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply