2022 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში შედგა შეხვედრა სტუ-ს რექტორ, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს შორის.
შეხვედრის შემდგომ სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ დაათვალიერეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორია.
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განმარტა რომ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დარგში სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას, ასევე, საგამომგონებლო საქმიანობის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების შექმნას.
შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და საინტერესო შეხვედრისათვის.