სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის 300 პირველკურსელს პროფესორმა ირაკლი კობახიძემ საჩუქრად საავტორო სახელძღვანელო – “კონსტიტუციური სამართალი” გადასცა.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სახელმძღვანელოები გადასცეს სტუდენტებს და წარმატებები უსურვეს.
ასევე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებს საჩუქრად გადაეცათ ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და დამხმარე სახელმძღვანელოები.
საჩუქრად სახელმძღვანელოები პირველკურსელებს
Posted in Uncategorized.