2018 წლის 26 მარტს 11:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მესამე სართულზე ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „მიგრაციული პროცესები და ლტოლვილთა დაცვა – საქართველო და მსოფლიო“.
ლექციას ჩაატარებს ზუზანა კოვალოვა – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში და მარკ ჰულსტი – (IOM) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამების ხელმძღვანელი.