საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო და უსაფრთხოება“

2017 წლის 29 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა დარსალია.

შეხვედრა წარიმართა თემაზე: „საქართველო და უსაფრთხოება“, რომელიც გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.  დამსწრე საზოგადოებას გაახსენა, რომ ფაკულტეტი აგრძელებს საჯარო ლექციათა ციკლს და სტუდენტებს აძლევენ შესაძლებლობას სხვადასხვა საჯარო მოხელეებთან ერთად განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

სტუმარმა მადლობა გადაუხადა პროფესორ ირაკლი გაბისონიას მოწვევისთვის და სტუდენტებს დაინტერებისა და მობრძანებისათვის.  თავდაპირველად, ისაუბრა  უსაფრთხოების გარემოზე, შეეხო საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს, აღნიშნა  რუსეთის როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში, ირანისა და თურქეთის მაგალითზე განიხილა სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალი, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ სივრცეში წარმოშობილ პრობლემებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, დაზვერვის ძირითად საქმიანობებზე, განხოციელებულ რეფორმებზე,სტრუქტურულ ცვლილებებზე და დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა  სოციალურ გარანტიებზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი გამოეხმარა სტუმრის შეხედულებებს, ყურადღება გაამახვილა ტერმინზე „უსაფრთხოება“ და „უშიშროება“, დაუსვა რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის, ინფორმაციულ  ომზე.

სტუდენტებისა და პროფესორი მასწავლებლების მიერ დაისვა არაერთი შეკითხვა, კერძოდ, დაზვერვის სამსახურის სტატუსზე, უფლებამოსილებებზე, საქმიანობის ძირითად სფეროებზე, მიზნებსა და პრინციპებზე.

დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური მიმართულების  ხელმძღვანელი ლაშა დარსალია კმაყოფილი დარჩა  ლექციის მსვლელობისას სტუდენტების ჩართულობით და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი ლექციის ჩატარებისთვის. აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, რის გამოც, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლო დაწესებულებთან.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და გამოთქვა იმედი, დაზვერვის სამსახურთან, როგორ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების გამტარ ორგანოსთან თანამშრომლობისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply