საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკისა და გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე : ” ფემიციდი – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა”.
საჯარო ლექცია გაიმართება 15 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) .
მომხსენებელი: თამარ დეკანოსიძე- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.
ფემიციდი – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა – განსაკუთრებული სიმწვავის პრობლემად საქართველოში 2014 წლიდან გამოვლინდა.
მსოფლიოში 15-დან 44 წლამდე ქალთა გარდაცვალების/მკვლელობის ძირითადი მიზეზი ფემიციდია.
ფემიციდი გენდერული უთანასწორობის, ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების და საზოგადოებაში ქალის დაქვემდებარებული როლის გამო ჩადენილი დანაშაულია.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
რა განასხვავებს ფემიციდს სხვა მკვლელობებისგან?
რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს ფემიციდთან ეფექტურად ბრძოლისთვის?
როგორ უნდა მოხდეს ფემიციდის თავიდან აცილება, გამოძიება და დასჯა?
საჯარო ლექციის ხანგრძლივობა – 1:30 საათი.
საჯარო ლექცია ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.
მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ ჩვენს ღონისძიებაზე.
სამუშაო ენა: ქართული