სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაინტერესებულ სტუდენტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ფაკულტეტის მხარდაჭერით აძლევს შესაძლებლობას გაიარონ საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამა.
სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.
სასწავლო კურსით დაინტერესებული სტუდენტები უახლოეს დღეებში უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: http://www.sai.ge/cert/cert_list/47/
ასევე, საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 903ა ოთახში.