2018 წლის 20 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს 124-ე, 11-ე 127-ე, 65-ე, 149-ე, 190-ე, მეტეხის ნომერ პირველი საჯარო სკოლის და სკოლა-ლიცეუმი „ლაპარი“-ს მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის და საჯარო სამართლის ლაბორატორია.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია მიესალმა სკოლის მოსწავლეებს, მადლობა გადაუხადა მათ ასეთი დაინტერესებისთვის და სამომავლო რჩევები მისცა.
სტუ-ს კრიმინალისტიკის პროგრამის კურსდამთავრებულმა ლაშა ძაგანიშვილმა სტუდენტებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ჩაუტარა ლექცია კრიმინალისტიკის შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხები. თვალსაჩინოებისათვის აჩვენა თუ როგორ ხდება თითის კვლების ანაბეჭდის აღება.