სპეც-კურსი: სახელმწიფოსა და სამართლის სწავლება

ინტერდისციპლინური სპეც. კურსის – სახელმწიფოსა და სამართლის სწავლების შეთავაზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის მიზნად ისახავს გააცნოს მათ სისტემურ და ისტორიულ დისკურსში მოცემული სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფიის საფუძველმდებარე თემები:  სამართლისა და სახელმწიფოს ცნება, სამართლისა და მორალის, სამართალისა და რელიგიის ურთიერთმიმართება, ბუნებითი სამართალი და სამართლის პოზიტივიზმი, სამართლიანობის განსხვავებული გაგება სხვადასხვა ეპოქაში და აქტუალური  დისკუსიები სახელმწიფოს როლის შესახებ სამართლიანობის განხორციელებაში, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, სოციალური სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების ფილოსოფიური დაფუძნება, კონტრაქტუალისტური თეორიები,  სახელმწიფოსთვის მიკუთვნებული დასჯის უფლებისა და ძალადობაზე მონოპოლიის საზღვრები, ხელისუფლების დანაწილება და შებოჭვა, სეკულარიზაცია, ქართული ჩვეულებითი და სახელმწიფო-სამართლებრივი აზროვნება.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი გააცნობიერებს სახელმწიფოსა და სამართალს, როგორც ერთის მხრივ კაცობრიობის ისტორიულ-კულტურული განვითარების პროცესის შემადგენელ ფენომენებს, ხოლო მეორეს მხრივ, როგორ აღნიშნული დეტერმინანტებისგან განყენებულ, ყოველ დროში აქტუალურ ფილოსოფიურ გამოწვევებს, რომელთა სრულყოფაც მუდმივი კრიტიკული რეფლექსიის საგანია.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება ლექციაზე მასალის ვერბალურად გადაცემის, დემონსტრირების, ახსნა-განმარტების მეთოდები.

სემინარულ მეცადინეობებზე მოხდება ცალკეულ თემებში ჩაღრმავება სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფიის კლასიკური ტექსტების გარჩევის მეშვეობით, აგრეთვე განვლილი მასალის ლოგიკური დაკავშირება თანამედროვე ქართულ და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან და სასამართლო პრეცედენტებთან.

სათანადო დრო დაეთმობა აუდიტორიაში დისკუსიის წარმართვისა და თემატური პოლემიკის გზით განსახილველი საკითხების ირგვლივ ერთ ან რამდენიმე პოზიციაზე ჩამოყალიბებას, აგრეთვე საკუთარი პოზიციისგან აბსტრაგირებით, საპირისპირო მხარის სასარგებლო არგუმენტების მოძიების პრაქტიკას, რაც მომავალ იურისტს დაეხმარება განსახილველი პრობლემატიკის არა ერთი პერსპექტივიდან აღქმის გამომუშავებაში.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან: გერმანელი ემერიტუს-პროფესორი გეორგ ლომანი (ჩაატარებს 4 ან 5 ლექციას) და ილიას სახ. უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ირაკლი თაბორიძე  (ჩაატარებს 10 შეხვედრას).

კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 903 ა ოთახში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply