პროექტი “სპორტის სამართალი” დამტკიცდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი “სპორტის სამართალი”, აღნიშნული პროექტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ  საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს სპორტის სამართლის სწავლების მეთოდოლოგია და შესაბამისი ლიტერატურა, თუმცა, მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ სპორტის სამართალი ისწავლება თომას ჯეფერსონის სამართლის სკოლაში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ტექსასის უნივერსიტეტში და ა.შ.

წარმოდგენილი უნივერსიტეტების პროგრამის ანალიზის შედეგად შესაძლებლობა გვექნება  დავნერგოთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სპორტის სამართალი, როგორც სასწავლო დისციპლინა ბაკალავრიატსა და სამაგისტრო პროგრამაზე.

პროექტი განხორციელდება ორი მიმართულებით: აკადემიური(საგანმანათლებლო) და ნორმატიული (საკანონმდებლო),რაც კომპლექსურ მუშაობას გულსიხმობს და იგი მოიცავს საჯარო, კერძო და საერთაშორისო სამართალს.

პროექტს განახორციელებენ: ი. გორაძე, ი.გაბისონია, ც.გლოველი, თ. ბეჟოშვილი. ლ. ჯანუყაშვილი. ლ.გორგაძე.

პროექტი განხორციელდება 2019 წლის 1 იანვრიდან  2021 წლის 1 იანვრამდე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply